ლეგენდარულმა მსახიობმა, შერონ სტოუნმა გადაწყვიტა პირველად გაეხსნა საკუთარი სახლის კარი და Architectural Digest-ს საშუალება მისცა გადაეღოთ ის სახლი სადაც "ძირითადი ინსტიქტის" მსახიობი უკვე 25 წელია ცხოვრობს.

ჟურნალ Architectural Digest-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, მსახიობმა სახლის ყიდვის ისტორიაც გაიხსენა. მისი თქმით, 90-იანებში მასზე თავდასხმა სცადეს, რის გამოც უფრო დაცული სახლის ყიდვის გადაწყვეტილება მიიღო.

"ამ სახლს საკუთარი ხმა აქვს", - ამბობს სტოუნი.