2018 წლის გაზაფხულზე არაერთი საინტერესო სერიალის ნახვა შეგვეძლება. გარდა იმისა, რომ ეს პერიოდი დახუნძლულია ახალი შოუების პრემიერებით, საშუალება გვექნება ვნახოთ ძველი და ჩვენი საყავრელი პროექტებიც.

Champions - 8 მარტი

სერიალის სიუჟეტი 15 წლის ნახევრად ინდოელ გეი ბიჭზე მოგვითხობს, რომელიც ნიუ-იორკში გადადის საცხოვრებლად და მუსიკალურ სასწავლებელში სწავლაზე ოცნებობს.

Rise - 13 მარტი

სერიალის სიუჟეტი საშუალო სკოლის თეატრალური დასის გარშემო ვითარდება.

On My Block - 16 მარტი

სერიალი ლოს-ანჯელესში მცხოვრები 4 მეგობრის ისტორიას გვიყვება.

Station 19 - 22 მარტი

Station 19 - ასე ჰქვია ABC-ის ახალ დრამას, რომელსაც ლეგენდარული სცენარისტი, პროდიუსერი და შონდალენდის დამაარსებელი შონდა რაიმსი შექმნის. შონდასთან ერთად შოუზე სტეისი მაკკეი და ბეტსი ბეერსი იმუშავებენ. მეცხრამეტე სადგური გრეის ანატომიის სპინოფია. შოუს სიეტლში (ისევე როგორც გრეის) იღებენ და სიუჟეტი მეხანძრეების გარშემო ვითარდება. შონდალენდის ახალ სერიალში მთავარ როლებს ჯეინ ლი ორტიზი, ჯეისონ ჯორჯი, გრეი დეიმონი, ალბერტო ფრეზა, დანიელა სავრე და მიგელ სანდოვალი შეასრულებენ.

Requiem - 23 მარტი

ნეტფლიქსის ახალი სერიალი მატილდას ისტორიას გვიყვება, რომელიც დედის თვითმკვლელობის მიზეზებს ეძებს.

Barry - 25 მარტი

HBO-ს ახალი სერიალის წყალობით გავიგებთ, რას ნიშნავს იყო დაქირავებული მკვლელი.

Trust - 25 მარტი

სერიალის სიუჟეტი ნამდვილ ამბავს ეფუძნება და ის 1973 წელს მომხდარ ისტორიას ეხება, როდესაც ჯი პოლ გეთ III, მილიარდერი ჯი პოლ გეთ I-ის შვილიშვილი, გაიტაცეს და გამოსასყიდად $17 მილიონი მოითხოვეს.

Killing Eve - 8 აპრილი

შოუს სიუჟეტი ფსიქოპატი მკვლელის გარშემო ვითარდება, რომელზე ნადირობასაც სანდრა ოს პერსონაჟი იწყებს.

Westworld - 22 აპრილი

HBO-ს პოპულარული სერიალი მეორე სეზონით აპრილში დაბრუნდება.

Genius - 24 აპრილი

National Geographic-ის ტელესერიალ გენიოსის მეორე სეზონი პაბლო პიკასოს ცხოვრებასა და მის შემოქმედებას მიეძღვნება. მთავარ როლს კი ესპანელი მსახიობი ანტონიო ბანდერასი შეასრულებს.

The Handmaid's Tale - 25 აპრილი

Hulu-ს ტიტულოვანი სერიალის მეორე სეზონს მთელი მსოფლიო ელოდება. როგორც შოუს შემქმნელები გვპირდებიან, ახალი ნაწილი კიდევ უფრო საინტერესო იქნება.