ისანში სპეცოპერაციისას სამართალდამცავებმა რამდენიმე პირი დააკავეს. ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ.

როგორც On.ge-ს უწყებაში უთხრეს, სპეცოპერაციის დეტალებზე, ხვალ ბრიფინგზე ისაუბრებენ.

რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ სამართალდამცავებმა რამდენიმე ავტომობილი გააჩერეს და მასში მსხდომი რამდენიმე პირი დააკავეს