იოგი ში-ცუს ჯიშის ძაღლია, რომელმაც პოპულარობა იმ დღესვე მოიპოვა, რაც ინტერნეტმა მისი ფოტო პირველად ნახა.

მას განსაკუთრებული ნიჭი არ აქვს, თუმცა პირველივე შეხედვაზე, მისი სახე ადამიანის სახეს მოგაგონებთ.

ამ ყველაფერში რა თქმა უნდა მისი ვარცხნილობაც დიდ როლს თამაშობს, თუმცა სახის ფორმას, მოგრძო ფორმის თვალებს, ვარდისფერ ტუჩებსა და წარბების ილუზიას ვერსად დავემალებით.

იოგის სხვა ძაღლის გვერდით ნახვა, კიდევ უფრო აშკარას ხდის მის განსხვავებულობასა და განსაკუთრებულობას.