პირველი მაისიდან თამბაქოსა და ელექტროსიგარეტის მოწევაზე რეგულაციები მკაცრდება. ცვლილებები თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში შევიდა. ახალი რეგულაციით, თამბაქოს მოწევა სხვადასხვა დაწესებულებებში აიკრძალება. შეამოწმე თავი და გაიგე სად ვეღარ მოწევ პირველი მაისიდან?

ტესტი: იცით თუ არა, სად აიკრძალება მოწევა პირველი მაისიდან?

ტესტის დაწყება

1 / 14 ძმაკაცები წახვედით სახინკლეში, ლუდი დალიეთ, სიგარეტი მოგინდათ. მოწევის უფლება გაქვთ?

2 / 14 შეყვარებული დაპატიჟე კაფეში, სანამ ელოდები, სიგარეტი ამოიღე, მოწევის უფლება გაქვს?

3 / 14 ბათუმში ისვენებ და კატერი იქირავე. განცხრომაში ხარ და მოწევა მოგინდა. მოწევის უფლება გაქვს?

4 / 14 კაზინოში ხარ. უკვე ბევრი ფული წააგე და ძალიან ნერვიულობ. გაქვს უფლება, რომ მოწევით დაიმშვიდო თავი?

5 / 14 საქართველო-რუსეთის რაგბის დაძაბული მატჩია. შესვენებაზე მოწევით დროის გაყვანა გინდა, შეგიძლია ამის გაკეთება?

6 / 14 სიგარაბარში ხარ და სასურველ სიგარას არჩევ. ერთ-ერთი სიგარის გასინჯვა გინდა, გაქვს მოწევის უფლება?

7 / 14 ბენზინგასამართ სადგურზე ხარ და ცოტა ხნით მანქანიდან გადმოხვედი. გაქვს თუ არა მოწევის უფლება?

8 / 14 სახლში მოხვედი დაღლილი, ყავა აიდუღე და სიგარეტს მოუკიდე. დაფიქრდი, მოწევის უფლება გაქვს თუ არა?

9 / 14 პარასკევი დადგა და მთელი სამეგობრო ბარში წახვედით. სვამთ, ცეკვავთ და სიგარეტი მოგინდათ, შეგიძლიათ მოწევა?

10 / 14 მეგობრებმა დაგირეკეს და ბარიდან პირდაპირ კლუბში უნდა წახვიდე, ტაქსი გამოიძახე. შეძლებ მგზავრობისას მოწევას?

11 / 14 კლუბში ხარ, ცეკვავ, სვამ. შეგიძლია სიგარეტიც მოწიო?

12 / 14 კანონდარღვევისთვის დაგაკავეს. წინასწარი დაკავების იზოლატორში ბოლთას სცემ. სიგარეტი მოგინდა. მოწევის უფლება გაქვს?

13 / 14 რამე რომ იყოს და ციხეში მოხვდე, მოწევას შეძლებ?

14 / 14 კაფეში იყავი, ბარშიც შეიარე და კლუბშიც მოასწარი ცეკვა. მთელი დღე ვერსად მოწიე. ქუჩაში გამოხვედი. შეძლებ ქუჩაში მოწევას ისე, რომ კანონი არ დაარღვიო?

იტვირთება...
ერთი წუთით...