ბრიტანელი თეორიული ფიზიკოსი სტივენ ჰოკინგი გუშინ, 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.

The Big Bang Theory-ის მსახიობები სტივენს, რომელიც მათი სერიალის რამდენიმე ეპიზოდში თამაშობდა, ტვიტერზე გამოემშვიდობნენ.

"დიდი პატივი იყო ჩვენთვის მისი სერიალში მონაწილეობა. დიდი მადლობა იმისთვის, რომ ჩვენი და მთელი მსოფლიოს შთაგონება იყავი"

"ვუერთდები საზოგადოებას მსოფლიოს მასშტაბით და ვგლოვობ ჩვენი ეპოქის უდიდეს ფიზიკოსს. სტივენ ჰოკინგი თავისუფალია მიწიერი სამყაროს ფიზიკური შეზღუდვებისაგან"

"დიდი პატივი იყო მემუშავა ისეთ ადამიანთან, როგორიც სტივენ ჰოკინგია. ის გვაცინებდა ჩვენ და პირიქით, ჩვენ ვაცინებდით მას. მისი საქმიანობის შედეგად ჩვენი სამყარო უკეთესი გახდა. მოგვენატრები, სამყარო კი შენით მადლიერია. მადლობა, რომ იყავი ჩვენი შთაგონების წყარო"

"დიდი მადლობა, სტივენ ჰოკინგ"

Thank you, Stephen Hawking. ❤️

A post shared by Jim Parsons (@therealjimparsons) on

21 წლის ასაკში სტივენ ჰოკინგს ნერვკუნთოვანი დაავადება ამიოტროფული გვერდითი სკლეროზი დაუდგინეს. ექიმების აზრით, მას მხოლოდ 2 წლის სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი. თუმცა, ჰოკინგს დაავადება ნელი ტემპით განუვითარდა, რომელმაც 30 წლის ასაკში დამბლამდე მიიყვანა.

"მე არ მეშინია სიკდილის, მაგრამ არ მინდა მოვკვდე. იმდენი რამე მინდა მოვასწრო"- წერდა ჰოკინგი თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში.

ჰოკინგი თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი ფიზიკოსი იყო. მისი სამეცნიერო მოღვაწეობა შავი ხვრელების შესწავლას და ახსნას მოიცავს. ჰოკინგის ცნობილი სამეცნიერო შრომებია "დროისა და სივრცის მსხვილმასშტაბური სტრუქტურა", "ფარდობითობის ზოგადი ავტორის თეორია: აინშტაინის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი მიმოხილვა", "გრავიტაციის 300 წელი"; ასევე წიგნები: "დროის მოკლე ისტორია", "შავი ხვრელები, ახალგაზრდა სამყარო".

გაიგეთ მეტი: სტივენ ჰოკინგის ცხოვრება ფოტოებში