ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე, უეს ანდერსონმა ანიმაციური ფილმისთვის, Isle Of Dogs, საუკეთესო რეჟისორის ტიტული მიიღო.

ანიმაციური ფილმი ეკრანზე 23 მარტს გამოვა და უკვე დროა გავიცნოთ ის პერსონაჟები, რომლებიც თითქმის ორი საათის განამავლობაში თავიანთ ძალიან საინტერესო ისტორიას მოგვიყვებიან.

ვიდეოში ანიმაციის მთავარი პერსონაჟები ყვებიან როგორ აღმოჩნდნენ თბილი სახლებიდან პირდაპირ ნაგვის კუნძულზე.

ოთხფეხა პერსონაჟები გვიყვებიან, რომ ქალაქში გამოცხადებული კარანტინის გამო მოსახლეობა პანიკამ მოიცვა და ძაღლებს სპეციალურად მათთვის განკუთვნილ კუნძულზე აგზავნის.

სიუჟეტის მთავარი პერსონაჟი იაპონელი ბიჭი - ატარია, რომელიც კუნძულზე თავისი საყვარელი ძაღლის საძებნელად ჩადის.

ანიმაციურ ფილმს სკარლეტ იოჰანსონი, ტილდა სუინტონი, ედუარდ ნორტონი, ბილ მიურეი და სხვა ცნობილი მსახიობები ახმოვანებენ.