ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, Check in Georgia-ს 2018 წლის ბიუჯეტი 20 მილიონი ლარია. უწყების ინფორმაციით, ამ თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიხარჯება იმ ღონისძიებებზე, რომლებშიც ქართველი შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას.

Check in Georgia-ს ფარგლებში საქართველოს რამდენიმე რეგიონში კონცერტებს გამართავენ ანსამბლები: სუხიშვილები, ერისიონი და რუსთავი, ასევე თბილისის სახ. კამერული ორკესტრი.

პროექტის ფარგლებში ჩატარდება საბალეტო ფესტივალი თბილისში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალი 4GB საგურამოში, ელექტრონული მუსიკა ანაკლიაში, მუსიკის ფესტივალი ოფენ ეარ, არტარეას ეზოს ფესტივალი და ა.შ.

იტალიის საელჩოსთან შეთანხმებით 2018 წელს ასევე დაგეგმილია სამი გამოფენა, კერძოდ: აღორძინების ეპოქის გრაფიკა - ტურინის სამეფო მუზეუმის კუთვნილი 50-მდე გრაფიკული დიზაინის მქონე ნამუშევრის გამოფენა; ტიციანი, ფერთა დიდოსტატი და ბერნინი და რომაული ბაროკო - XVII საუკუნის 50 მნიშვნელოვანი ნამუშევრის გამოფენა. ასევე Check in Georgia 2018-ის ფარგლებში საქართველოში კონცერტებს გამართავენ საერთაშორისო რანგის ვარსკვლავები.

გაიგეთ მეტი: