როგორც უკვე იცით, გრეის ანატომიის" შემქმნელების გადაწყვეტილებით, მე-14 სეზონის შემდეგ, შოუს ორი მსახიობი ჯესიკა კეპშოუ (არიზონა რობინსი) და სარა დრიუ (ეიპრილ კეპნერი) გამოეთიშა.

"გვსურს დიდი მადლობა გადავუხადოთ ჯესიკას და სარას გაწეული სამსახურისთვის. მათმა ფენომენალურმა ნიჭმა შეძლო და არიზონასა და ეიპრილის პერსონაჟები რეიტინგის მწვერვალამდე აიყვანა", - ამბობს სერიალის აღმასრულებელი პროდიუსერი კრისტა ვერნოფი.

ამ თემას გამოეხმაურა გრეის ანატომიის შემქმნელი, შონდა რაიმსიც.

"ყოველთვის რთულია დავემშვიდობო ჩემს შექმნილ პერსონაჟს. არიზონა და ეიპრილი არ იყვნენ მხოლოდ პერსონაჟები, ისინი ლგბტქ თემისა და ქრისტიანებისთვის სამაგალითო გმირებად ჩამოყალიბდნენ. გულწრფელად მადლობელი ვარ ჯესიკასი და სარასი, მათი გაწეული სამსახურისთვის და შთამბეჭდავი შესრულებისთვის, იმისთვის, რომ ქალებისთვის, მსოფლიოს გარშემო, შთაგონების წყარო გახდნენ. ისინი სამუდამოდ დარჩებიან შონდალენდის ოჯახის წევრებად", - ამბობს შონდა რაიმსი.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ორი არაჩვეულებრივი ექიმის წასვლა ძალიან გულდასაწყვეტი იყო, სარა დრიუს ფანებისთვის კარგი ამბავი გვაქვს.

სამსახურიდან დათხოვილი მსახიობი უმუშევარი დიდხანს არ დარჩენილა და ის CBS-ის დრამაში, Cagney and Lacey, მიიღებს მონაწილეობას.

სერიალი 1980 წელს გამოსული საკულტო ამერიკული შოუს რიმეიქია და ის ორი პოლიციალი ქალის ისტორიას მოგვითხრობს.