დიდი ბრიტანეთი ყოფილი რუსი ჯაშუშის და მისი შვილი მოწამვლის გამო, ქვეყნიდან 23 რუსს დიპომატს გააძევებს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ტერეზა მეიმ თემთა პალატაში გამართულ ყოველკვირეულ შეხვედრაზე განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ოფიციალურმა მოსკოვმა უპასუხოდ დატოვა ლონდონის ულტიმატუმი. ტერეზა მეიმ 12 მარტს, განაცხადა, რომ ბრიტანეთი 24 საათის განმავლობაში დაელოდებოდა მოსკოვის ოფიციალურ ახსნა-განმარტებას თუ როგორ მოხვდა ბრიტანეთის ტერიტორიაზე, რუსეთში დამზადებული ნერვო-პარალეპტიკური გაზი სახელწოდებით ნოვიჩოკი, რითიც იქნა მოწამლული სკრიპალი და მისი შვილი.

მოსკოვმა ულტიმატუმი უპასუხოდ დატოვა, თუმცა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა დღეს დილით განაცხადა, რომ ოფიციალური მოთხოვნის მიღებიდან, მოსკოვი 10 სამუშაო დღის განმავლობაში ლონდონს ოფიციალურ პასუხს გადაუგზავნიდა.

ტერეზა მეის განცხადებით დიპლომატებს ქვეყნის დასატოვებლად ერთი კვირა აქვთ.

გაიგეთ მეტი: