ოსკარის ნომინანტი ბრიტანელი ვარსკვლავი ტომ ჰარდი რეჟისორ ჯოშ ტრენკის ბიოგრაფიულ ფილმში, Fonzo, ცნობილი განგსტერის, ალ კაპონეს როლს შეასრულებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ფილმის გადაღებები აპრილში დაიწყება. პროექტი, რომელიც მრავალი წელია იგეგმება, ჩიკაგოს ყველაზე გავლენიანი განგსტერის, ალ კაპონეს სიცოცხლის ბოლო წლებს ასახავს.

ჯერჯერობით უცნობია როდის გამოვა ფილმი.