ამერიკელი პოპვარსკვლავი, კეტი პერი American Idol-ის ჟიურიშია. ერთ-ერთ ჩაწერაზე კი გადაწყვიტა, რომ მაყურებელი და მონაწილეები თავისი იშვიათი ნიჭითაც გაეკვირვებინა.

როგორც აღმოჩნდა, 33 წლის მომღერალი საოცრად ბუნებრივად აკეთებს ბაყაყის იმიტაციას და როცა ამისი ჩვენების შანსი მიეცა, სიმამაცე გამოიჩინა, უკან არ დაიხია და ყველა შოკში ჩააგდო.

თუ თავს ცოტა შეშინებულად გრძნობთ, თქვენ მარტო არ ხართ - პერიმ თავისი უცნობი ტალანტით, 68 წლის ლიონელ რიჩიც დააფრთხო, როდესაც მას თავის ღაბაბზე შეხების უფლება მისცა და საბრალო მომღერალი მოულოდნელი დაძახებით შეაშინა.

"ვიცი, რომ ეს საზიზღრობაა" - აღიარა პერიმ.

საინტერესოა, როგორ აღმოაჩინა კეტი პერიმ ეს ნიჭი და სავარაუდოდ, ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ თქვენც შეამოწმებთ, შეგიძლიათ თუ არა იგივე.