The Guardian-ის ცნობით, რუსი ბიზნესმენი და ოლიგარქ ბორის ბერეზოვსკის მეგობარი, ნიკოლაი გლუშკოვი ლონდონში, სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

68 წლის გლუშკოვის გვამი ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა იპოვეს, ორშაბათს, 12 მარტს ღამით. სიკვდილის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

გლუშკოვი 1990-იან წლებში სახელმწიფო ავიაკომპანია აეროფლოტის ხელმძღვანელი იყო. ასევე ხელმძღვანელობდა ბორის ბერეზოვსკის კომპანიასაც.

1999 წელს, ბერეზოვსკი პუტინთან დაპირისპირების გამო გაერთიანებულ სამეფოში გადასახლდა. გლუშკოვს, იმ დროს ბერეზოვსკის კომპანიის დირექტორს, ფულის გათეთრებასა და გაყალბებაში დასდეს ბრალი. მან 5 წელი ციხეში გაატარა და 2004 წელს გაათავისუფლეს. ისევ დაპატიმრების შიშის გამო, გლუშკოვი გაერთიანებულ სამეფოში გადავიდა საცხოვრებლად.