წამების, ძალადობისა და გამოხატული სტრესული ზემოქმედების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი ემპათიას ხელმძღვანელმა დღეს, 13 მარტს, ინიციატივით მიმართა საქართველოს პარლამენტს.

ცენტრის განცხადებით, განგრძობითი და პროგრესირებადი რუსული ოკუპაციის პირობებში, სტოკჰოლმის მაგვარი სინდრომის არსებული პრობლემების გათვალისწინებით, რაც დამახასიათებელია პოსტ - საბჭოთა პოპულაციისათვის, აუცილებელია ლუსტრაციის კანონის მიღება, შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტით.

მათივე ცნობით, პროექტი გულისხმობს სხვადასხვა ღონისძიებებს, მათ შორის, პრო-რუსული და რუსული პოლიტიკური პარტიების, მასმედიისა თუ სხვა ინსტიტუციების მოღვაწეობის აკრძალვას საქართველოში.

ცენტრი ემპათიას ხელმძღვანელმა მოუწოდა საქართველოს პარლამენტს ოკუპაციის შესახებ რეზოლუციის ტექსტში ასახოს მიმართვა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორისადმი რუსეთ-საქართველოს ომის დროის დანაშაულებებზე არსებული გამოძიების გეოგრაფიული და დროის ჩარჩოს გაფართოების შესახებ.