ლუმოს, პოტერჰედებო! დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, დღეს Warner Bros.-მა ფილმის "ჯადოსნური ცხოველები და გრინდელვალდის დანაშაულების" პირველი ტრეილერი გაასაჯაროვა.

ტრილერის პირველივე კადრებში ჩვენთვის საყვარელი ჰოგვორტსი ჩანს და ახალგაზრდა დამბლდორსაც ვხვდებით. ფილმის მეორე ნაწილი მთლიანად დამბლდორის, გრინდელვალდისა და ნიუტ სკამანდერის ამბებს დაეთმობა. როგორც ვიდეოში ჩანს, ცხოველების მოყვარულ ჯადოქარს დამბლდორსა (ჯუდ ლოუ) და გრინდელვალდს (ჯონი დეპი) შორის არჩევანის გაკეთება მოუწევს.

დაგვიბრუნდებიან ფილმის პირველი ნაწილის საყვარელი გმირებიც: მცხობელი იაკობი და ნიუტის მომხიბვლელი მეგობარი, ტინა.

შევხვდებით რამდენიმე ახალ მსახიობსაც, მაგალითად, ზოი კრავიცს, რომელიც ლეტა ლესტრეინჯის როლს შეასრულებს. შეგახსენებთ, რომ ნიუტ სკამანდერი ლეტაზე იყო შეყვარებული.

ვიხილავთ ახალ ჯადოსნურ ცხოველებსაც და კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით, რომ აკრომანტული, ჰიპოგრიფი და ბასილისკო არც ისე საშიში და მომაჯადოებელი ცხოველები არიან.

უკვე ვიცით, რომ ამ ნაწილში ვერ ვიხილავთ დამბლდორისა და გრინდევალდის სიყვარულის ისტორიას. ეს ამბავი ფანებს ძალიან ეწყინათ, თუმცა ჯადოსნურ ცხოველებზე კიდევ რამდენიმე ფილმს გადაიღებენ და იმედი დავიტოვოთ, რომ იდუმალებით მოცულ ურთიერთობაზე მეტს გავიგებთ.

როგორც ჩანს, წინ დიდი და ფანტასტიკური ამბები გველოდება.

ფილმის პრემიერა 2018 წლის 16 ნოემბერს შედგება.