ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში ქართული ოცნების სახელით კენჭს იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე იყრის. ამის შესახებ, დღეს 13 მარტს, ქართული ოცნების ოფისში გამართულ შეხვედრაზე საბოლოოდ გადაწყდა.

გივი ჭიჭინაძე 2015 წლიდან არის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი იმერეთის მხარეში. ის 2014-15 წლებში ვაკის რაიონის გამგებელი იყო. ხოლო, 2012-2013 წლებში, პარტია ქართული ოცნების რეგიონალური სამსახურის უფროსისა და აღმასრულებელი მდივანის პოსტს იკავებდა.

ხონსა და ვანში პარლამენტის შუალედური არჩევნები 28 აპრილს გაიმართება, ვინაიდან ქართული ოცნების დეპუტატმა გრიგოლ ლილუაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ვახტანგ გომელაურის მოადგილის პოსტზე გადაინაცვლა. ის ხონისა და ვანის მაჟორიტარი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად გახდა.