Apple-მ თავისი რუკის დასახვეწად და გასამდიდრებლად ველოსიპედების გაქირავების მონაცემების ყველაზე დიდი ბაზის მქონე კომპანიასთან, Ito World-თან ითანამშრომლა. ახლა, მსოფლიოს 36 ქვეყნის 179 ქალაქში, Apple-ს მომხმარებლებს შეუძლიათ Apple Map-ის საძიებო ველში ჩაწერონ Bike-Sharing ან უბრალოდ გამქირავებელი კომპანიის სახელი და შედეგად მიიღებენ ზუსტ მისამართს, გზამკვლევსა და ადგილამდე მისასვლელ დროის შესახებ ინფორმაციას. ამასთან ერთად, თქვენ გაიგებთ კომპანიის საიტსა და ტელეფონის ნომერს.

Apple-მ ამ სერვისის დამატებაზე მუშაობა გასულ აპრილს დაიწყო და ახალხან დაასრულა. ამ დამატებას მცირე საინფორმაციო ლიმიტებიც გააჩნია. მართალია, თქვენ ყველა საჭირო ინფორმაციას მიიღებთ, მაგრამ ვერ გაიგებთ რამდენი ველოსიპედი ყავს კომპანიას და რამდენი მათგანია თავისუფალი. თუმცა, ამ ინფორმაციის გადამოწმება თავად გამქირავებელ კომპანიასთან შეგიძლიათ იმ ნომერზე, რომელსაც Apple Map მოგაწვდით.

ამ სერვისის დამატებით, Apple Map შეძლებს, რომ კონკურენცია გაუწიოს Google Maps, რომელსაც ასევე აქვს ეს შესაძლებლობა.

იმ ქვეყნების სანახავად, სადაც Apple Map-ის ეს სერვისი იმუშავებს, ეწვიეთ საიტს.