დღეს, 13 მარტს, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში საევროვიზიო ვიდეოკლიპისა და სიმღერის შენი გულისთვის პრემიერა გაიმართა, რომელიც ჯაზისა და ქართული ეთნომუსიკის ნაზავია.

სიმღერის ავტორია დავით მალაზონია, არანჟირება მიშა მდინარაძეს, ხოლო ტექსტი ირინა სანიკიძეს ეკუთვნის.

ევროვიზია 2018-ის რიგით 63-ე კონკურსი პავილიაუ ატლატიკუს არენაზე გაიმართება. ფინალი 12 მაისს შედგება.