საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების შესარჩევმა კომისიამ მეურვეობის 12 კანდიდატი შეარჩია. კომიაია სიას საპარლაემნტო უმრავლესობას, უმრავლესობის მიღმა დარჩენილ დეპუტატებს, სახალხო დამცველსა და აჭარის უმაღლეს საბჭოს შესთავაზებს.

კონკურსის მეორე ეტაპზე გადასასვლელად აუცილებელი იყო კომისიის 5 წევრის თანხმობა.

კომისიის რეკომენდაციით, შემდეგ ეტაპზე გადავიდნენ:

  1. მალხაზ ასლამაზაშვილი - რეჟისორი;
  2. ნინია კაკაბაძე - ჟურნალისტი;
  3. დონარა შონავა - საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი;
  4. ზაზა შათირიშვილი - ფილოსოფოსი;
  5. იზაბელა ოსიპოვა - სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს აღმასრულებელი მდივანი;
  6. ხატია ყურაშვილი - კომუნიკაციების კომისიის ყოფილი პრესმდივანი;
  7. ზვიად დევდარიანი - სიდას ხელმძღვანელი;
  8. ბესო ლილუაშვილი - იყო აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი;
  9. ნათია სირაბიძე - აჭარის განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე;
  10. ია მამალაძე - ჟურნალისტი;
  11. ნათია კობერიძე - ჟურნალისტი;
  12. ბაია პატარაია - საფარის ხელმძღვანელი.

14-კაციანი სიიდან დავით კორახაშვილმა და ვლადიმერ ბოჟაძემ ხმების საჭირო რაოდენობა ვერ მოაგროვეს.

ამავე თემაზე:

ვინ წარუდგენს პარლამენტს კანდიდატებს

რამდენიმე თვეში სამეურვეო საბჭოში უფლებამოსილება ეწურებათ: აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ დასახელებულ, გიორგი კოხრეიძესა და საპარლამენტო უმრავლესობის მიერ დასახელებულ გრიგოლ გოგელიასა და სახალხო დამცველის მიერ წარდგენილ მარინა მუსხელიშვილს. საბჭო საკუთარი სურვილით რამდენიმე თვის წინ დატოვა უმცირესობის მიერ დასახელებულმა სულხან სალაძემ. სწორედ მათ შესაცვლელადაა კონკურსი გამოცხადებული და კანდიდატებსაც იგივე სუბიექტები წარუდგენენ პარლამენტს.

სალაძის შემცვლელი საბჭოში ორწლიანი ვადით აირჩევა, დანარჩენი სამი კი ექვსწლიანით.

იმ კანდიდატებს, რომელთაგანაც სასურველ 3-3-ს აჭარის უმაღლესი საბჭო, საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა შეარჩევს, საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება მოუწევთ.