რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სტრასბურგის სასამართლოში დეკანოზ გიორგი მამალაძის ინტერესებს დაიცავს. ამის შესახებ ნიკა გვარამიამ On.ge-ს განუცხადა.

"სტრასბურგის სასამართლოში მე გავუწევ პროცესს კოორდინაციას, თუ კვლავ იქნება ეს დეკანოზის სურვილი", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამია ე.წ. მატროსოვის ციხეში, ადვოკატის სტატუსით იმყოფებოდა და დეკანოზს ორი საათის განმავლობაში ესაუბრებოდა.

"ამ წუთში გამოვედი მატროსოვის ციხიდან. მისივე თხოვნით, ადვოკატის სტატუსით შევხვდი დეკანოზ მამალაძეს. ღრმა შოკში ვარ არა მარტო მოსმენილით, ცხოვრებაში პირველად 2 საათი ვესაუბრებოდი ნამდვილ მძევალს", - დაწერა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელ ფეისბუქში.