ტაქსიზე მრიცხველის დაყენება სავალდებულო გახდება. ამის შესახებ On.ge-ს თბილისის მერიაში განუცხადეს.

სამომავლოდ, ტაქსის მძღოლად სამუშაოდ აუცილებელი იქნება რეგიტრაცია, მანქანის ტექდათვალიერება და მრიცხველის დაყენება. რეგულაციები სამ ეტაპად ამოქმედდება და სავარაუდოდ, სამი წელი გაგრძლდება.

რეგულაციების ამოქმედების ეტაპები

  • პირველი ეტაპი - მძღოლების რეგისტრაცია;
  • მეორე ეტაპი - ტექდათვალიერება;
  • მესამე ეტაპი - მრიცხველების დაყენება.

"მესამე ეტაპზე, სადღაც სამი წლის შემდეგ, ტაქსის მძღოლებს დაევალებათ ტაქსომეტრების დაყენება, რომ მგზავრობის ხარჯები გახდეს სანდო და მგზავრმა თვითონ დაინახოს რა ხარჯი გასწია, ჩვეულებრივ, როგორც ეს უცხოეთში ხდება," - უთხრეს On.ge-ს მერიაში.