საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შეხვდება.

On.ge-ს ქართული ოცნების პრესსამსახურში დაუდასტურეს, რომ შეხვედრა, რამდენიმე წუთში, ქართული ოცნების ოფისში გაიმართება.

შეხვედრაზე მიმდინარე პოლიტიკურ თემებს განიხილავენ. ქართულ ოცნებაში არ აკონკრეტებენ ისაუბრებენ თუ არა შეხვედრაზე ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებისა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაზე.

პრემიერისა და საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრის შემდეგ, ქართული ოცნების ოფისში, მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება.