Beauty and the Beast-ის რეჟისორი, ბილ კონდონი, ახალ ფილმს ჰელენ მირენისა და იან მაკკელენის მონაწილეობით გადაიღებს.

The Good Liar - ასე ჰქვია ფილმს, რომლის სიუჟეტიც ასაკოვანი მხატვრის როის (იან მაკკელენი) შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ერთ დღეს გაიცნობს ქვრივ ქალს, ბეტის (ჰელენ მირენი) რომელიც მზრუნველობითა და სითბოთი გამოირჩევა. თუმცა აღმოჩნდება, რომ ეს ყველაფერი სულ სხვა მიზნებს ემსახურება და ბეტი საშინელ წარსულს მალავს.

ფილმი ეკრანზე 2019 წელს გამოვა.