ზაზა შათირიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატია. მას საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება რამდენიმე წუთის წინ ჰქონდა. როგორც გაირკვა, შათირიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ არაერთი რამ არ იცის.

On.ge გთავაზობთ იმ საკითხებს, რომელზეც შათირიშვილმა თქვა, რომ არ იცის:

  1. როდის მიიღო სამეურვეო საბჭომ დღეს მოქმედი პროგრამული პრიორიტეტები;
  2. აუდიტის სამსახურის დასკვნა საზოგადოებრივ მაუწყებელზე;
  3. რამდენი მიმართულება აქვს პროგრამულ პრიორიტეტებს;
  4. რამდენი მილიონია საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი;
  5. როგორია საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების მოდელი;
  6. მაუწყებელთა ქცევის კოდექსი;
  7. მაუწყებლის საშტატო განრიგი;
  8. საკუთარი გადაცემის რეიტინგი საზოგადოებრივ მაუწყებელზე;
  9. ვისთან ითანამშრომლებს მოქმედ სამეურვეო საბჭოში.

ორაზროვანი პასუხები

  1. პროგრამული პრიორიტეტები "ნანახი აქვს";
  2. საზოგადოებრივი მაუწყებლის პრიორიტეტებს "სამეურვეო საბჭო უნდა იღებდეს";
  3. სამეურვეო საბჭო საქმიანობაში "არაფერი საშინელი არ ხდება".

არ უპასუხა

  1. ვინ ამტკიცებს საზოგადოებრივი მაუწყებლის პრიორიტეტებს;
  2. რა მოსწონს და რა არ მოსწონს საზოგადოებრივი მაუწყებელში;

"მე ასეთი სერიოზული კომპეტენცია, როგორც თქვენ გაქვთ, აი, აქ მსხდომ ადამიანებს და კიდევ ბევრს, მე არ მაქვს", - მიმართა საკონკურსო კომისიას ზაზა შათირიშვილმა.

ზაზა შათირიშვილმა გასაუბრებაზე ისაუბრა, რომ ის საზოგადოებრივი მაუწყებლის მოქმედი და ყოფილი გენერალური დირექტორის მეგობარია.

ამავე თემაზე: