საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 11 კილომეტრიანი საგზაო მონაკვეთის გახსნა სტიქიის გამო გადაიდო.

ავტომაგისტრალი ქუთაისის შემოვლით სამტრედის გზის 9 კილომეტრიან და სამტრედია-გრიგოლეთის 2 კილომეტრიან მონაკვეთს მოიცავს.

შესაბამისი სამსახურები დასავლეთ საქართველოს რეგიონებში, ძლიერი წვიმისა და სტიქიის გამო, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.

პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის დავალებით, დაზარალებულ რეგიონებში, სამუშაოების ადგილზე კოორდინაციის მიზნით, მთავრობის წარმომადგენლები სტიქიის ყველა ზონაში ჩავლენ.

ჩქაროსნული მაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთის მშენებლობა ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.