კატარის ავიახაზების რეისი თბილისიდან ბაქოს მიმართულებით თითქმის 8 საათით გადაიდო. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ბაქოს ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ამის მიზეზი ტექნიკური მიზეზები გახდა.

მგზავრები აზერბაიჯანის დედაქალაქში ადგილობრივი დროით 14:55 საათზე უნდა ჩასულიყვნენ, აეროპორტის წარმომადგენლების განცხადებით, ფრენის გადადების შემდეგ, ისინი თვითმფრინავს 8 ივლისს, 22:20 საათზე ელოდნენ.

კატარის ავიახაზებს ფრენის გადადების მიზეზი არ დაუკონკრეტებია, თუმცა განაცხადა, რომ ამის მთავარი მიზეზი ტექნიკური ხარვეზი იყო.