წლევანდელი ოსკარის გამარჯვებულების შესახებ უკვე საკმარისად ვისაუბრეთ, ახლა დროა გავიგოთ რა გეგმები აქვთ 2018 წლის ტრიუმფატორებს.

გილერმო დელ ტორო

"წყლის ფორმისთვის" მიღებული ოსკარის შემდეგ, დელ ტორო მუშაობას აგრძელებს ნეტფლიქსის ანიმაციური სერიალის, Trollhunters, მესამე სეზონზე. გარდა ამისა, ემზადება 1947 წელს შექმნილი ფილმის, Nightmare Alley, რიმეიქის გადასაღებად.

გარი ოლდმანი

უინსტონ ჩერჩილის როლის შემდეგ, გარი მონაწილეობას მიიღებს დონოვან მარშის ახალ ფილმში Hunter Killer, რომელშიც პარტნიორობას გაუწევენ ჯერად ბატლერი, ბილი ბობ ტორნტონი და უილიამ დეფო.

ფრენსის მაკდორმანდი

Three Billboards Outside Ebbing, Missouri-ის ვარსკვლავი, ფრენსის მაკდორმანდი, რომელმაც ოსკარზე თავი არაჩვეულებრივი სიტყვით დაგვამახსოვრა, 2018 წელს უეს ანდერსენის Isle of Dogs-ით დაბრუნდა, რომლის პრემიერაც ბერლინის კინოფესტივალზე შედგა.

ელისონ ჯენი

I, Tonya-ში შესრულებული ბრწყინვალე როლის შემდეგ, ჯენის ხილვა CBS-ის სიტკომში Mom შეგეძლებათ.

სემ როკველი

როკველი სულ მალე The Best of Enemies-ში გამოჩნდება, რომელშიც ის პარტნიორობას ტარაჯი პი ჰენსენს გაუწევს. გარდა ამისა, სემი ემი ადამსთან, კრისტიან ბელისთან და სტივ კარელთან ერთად ისტორიულ დრამაში Backseat მიიღებს მონაწილეობას.