SpaceX-ის რაკეტის, Falcon Heavy წარმატებით გაშვებიდან ერთი თვის შემდეგ, მოვლენის ამსახველი 2-წუთიანი ფილმი იუთუბზე გამოქვეყნდა. ის Westworld-ის შემქმნელის, ჯონათან ნოლანის გადაღებულია.

ვიდეოს საუნდტრეკად დევიდ ბოუის Life On Mars არის გამოყენებული. მასში ასევე ჩანს Starman - ტესლას წითელი მანქანა, რომელიც მზის ორბიტაზე ილონ მასკის ხომალდმა გაიყვანა.

ჯონათან ნოლანი კრისტოფერ ნოლანის ძმაა, რომელსაც ასევე ეკუთვნის ინტერსტელარის სცენარი.