GDI სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 2 მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს
საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ, დემოკრატ მესხთა კავშირთან ერთად, მოქალაქე ტიტიკო ჩორგოლიანის ინტრესების დაცვის მიზნით, საკონსტიტუციო სასამართლოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და 120-ე მუხლის მეათე ნაწილის არაკონსტიტუციურად და ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნის თაობაზე სარჩელით მიმართა.
ორგანიზაციის თქმით, საქმე იმაშია, რომ საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილი მხოლოდ ბრალდების მხარეს ანიჭებს უფლებამოსილებას, მიმართოს სასამართლოს კომპიუტერულ სისტემიდან ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებიდან სისხლის სამართლის საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გამოთხოვის განჩინების გაცემის შუამდგომლობით:
"შესაბამისად, დაცვის მხარე, ასეთი მოთხოვნით სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვის შესაძლებლობას სრულად მოკლებულია".
რაც შეეხება მეორე გასაჩივრებულ მუხლს, GDI აღნიშნავს, რომ 120-ე მუხლის მე-10 ნაწილს, აღნიშნულ შემთხვევაშიც, მხოლოდ ბრალდების მხარე სარგებლობს დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ამოღებული საგნის, ნივთის, ნივთიერების, აგრეთვე ინფორმაციის შემცველი სხვა დოკუმენტის პირველადი გამოკვლევის უფლებით:
"მიგვაჩნია, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას. კერძოდ, 136-ე მუხლის პირველი ნაწილი არღვევს სამართლიანი სასამართლოს უფლების შემადგენელ ნაწილს - სისხლის სამართლის პროცესში შეჯიბრებითობისა და მხარეთა თანასწორობის პრინციპს. ხოლო 120-ე მუხლის მეათე ნაწილი, ასევე, ეწინააღმდეგება პირის თვითინკრიმინაციისგან დაცვის უფლებას".
აღნიშნული სარჩელით ორგანიზაციები წარმოადგენენ და იცავენ მოქალაქე ტიტიკო ჩორგოლიანის, ინტერესებს:
"2015 წლის 30 სექტემბერს, ახალციხის რაიონული სასამართლოს კანცელარიის და მოქალაქეთა მისაღების უფროსმა, თამარ ობოლაშვილმა, სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულ (ამ დროისთვის პირველი ინსტანციის მიერ გამართლებულ) ჩორგოლიანის ადვოკატს, UDM-ს იურისტს, წერილობით აცნობა, რომ სასამართლო ვერ იმსჯელებდა მის შუამდგომლობაზე სათვალთვალო კამერებიდან ვიდეოფაილების გამოთხოვის თაობაზე განჩინების გამოცემის შესახებ, ვინაიდან დაცვის მხარეს ასეთი შუამდგომლობის დაყენების შესაძლებლობა არ ჰქონდა".
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს ლაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს
-
გადახედვაპუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს პუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს
-
-
-
გადახედვანაფიცმა მსაჯულებმა 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც მეზობელი მოკლა ნაფიცმა მსაჯულებმა 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც მეზობელი მოკლა
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
კომენტარები