ჩინეთის სახალხო წარმომადგენელთა კრებამ გააუქმა კონსტიტუციური შეზღუდვა, რომელიც სახალხო რესპუბლიკის თავჯდომარის მაქსიმუმ ორი ვადით არჩევას ითვალისწინებდა. ინფორმაციას ამის შესახებ South China Morning Post ავრცელებს.

ახალი წესის მიხედვით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ამჟამინდელ თავჯდომარეს სი ძინ პინს, შეეძლება 2023 წელს თავიდან მიიღოს თავჯდომარის მანდატი. სი ძინ პინი ჩინეთის რესპუბლიკის თავჯდომარედ 2013 წელს აირჩიეს. ძველი კანონით კი ერთი ვადა 5 წლით განისაზღვრებოდა.

ინიციატივა 25 თებერვალს ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტმა შეიტანა. ინიციატივას მხარი სახალხო წარმომადგენლების აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაუჭირა. 3 ათასი დეპუტატიდან ცვლილების წინააღმდეგ მხოლოდ ორი დეპუტატი წავიდა, სამმა დეპუტატმა კი პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა.