ყველა ამბავი კარგია - საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან, ქუჩის მხატვარმა, გაგოშამ სთრით არტი დატოვა. ინსტალაციაზე მოამბის ეთერში მყოფი საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი ვასილ მაღლაფერიძეა გამოსახული. ეთერს კი ფონად გასდევს წარწერა - ყველა ამბავი კარგია, ყველაფერი კარგადაა.

On.ge-ს კითხვაზე რისი თქმა სურდა ავტორს ამ ნამუშევრით, გაგოშა პასუხობს რომ ნახატი საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გაშუქებულ რეალობას ასახავს:

"აქ რაც ხატია ამას შვება ეს არხი. რაღაც რეალობას გადააქცევს ყველაფერი კარგადაა ნიუსად, სწორედ ამ სიმულაციას გავუსვი ხაზი"

ავტორის თქმით, მან საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობის ზოგადი პრინციპი ასახა და ეს ნამუშევარი რომელიმე კონკრეტულ ამბავს არ უკავშირდება.