გრეტა გერვიგის Lady Bird 2018 წლის ოსკარზე ერთ-ერთ ფავორიტად მოიაზრებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ფილმმა წლის საუკეთესო კინოსურათის ტიტული ვერ მიიღო, რეჟისორი ისტორიასი მაინც შევიდა. ოსკარის 90-წლიან ისტორიაში, გრეტა გერვიგი გახდა მეხუთე ქალი, რომელიც საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაზე წარადგინეს.

გარდა ამისა, წლის განმავლობაში გერვიგი აქტიურად იყო ჩართული ქალთა უფლებებისთვის ბრძოლაში. ის იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც დილან ფეროუს გამოეხმაურა და ბოდიში მოუხადა, იმისთვის რომ ვუდი ალენის ფილმში ითამაშა.

შეგახსენებთ, რომ დილანმა გასულ წელს კიდევ ერთხელ დაიწყო ხმამაღლა საუბარი ვუდი ალენის მხრიდან სექსუალურ შევიწროებაზე და საზოგადოებას გაახსენა, რომ ცნობილმა რეჟისორმა ის ჯერ კიდევ მაშინ გააუპატიურა, როცა 7 წლის იყო.

რაც შეეხება Lady Bird-ს, ის ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფილმი გახდა, მაგალითად ერთ-ერთი სახლი რომელიც ფილმში ჩანს, ტურისტებისთვის დანიშნულების საყვარელ ადგილად იქცა.

რაც შეეხება სხვა საინტერესო ფაქტებს:

გრეტა გერვიგმა აღიარა, რომ თავდაპირველად ფილმის სცენარი 350-გვერდზე დიდი იყო. ფილმი კი იმაზე 6 საათით დიდი გამოდიოდა ვიდრე საბოლოო ვერსია. სწორედ ამიტომ სცენარიდან ბევრი საინტერესო დეტალის ამოღება მოუწია.

გრეტა გერვიგი და სირშა რონანი ერთმანეთს 2015 წელს შეხვდნენ ტორონტოს კინოფესტივალზე და რეჟისორმა სირშას მაშინვე შესთავაზა მთავარი როლი Lady Bird-ში.

მას შემდეგ რაც ფილმი გამოვიდა, საკრამენტოში გრეტა გერვიგის პატივსაცემად ბილბორდები დადგეს სადაც ეწერა, რომ მისით ამაყობენ.

ფილმის სამუშო სახელი "დედა და შვილი" იყო.

ლორი მეტკლაფი და ლოის სმიტი მონაწილეობდნენ სერიალში "სასოწარკვეთილი დიასახლისები"

ფილმის პრემიერა საქართველოს კინოთეატრებში 15 მარტს შედგება.