საქართველოს რაგბის ნაკრებმა რუსეთში, კრასნოდარში გამართულ შეხვედრაზე რუსეთის ნაკრები ანგარიშით 9:29 დაამარცხა. ევროპის ჩემპიონატის მე-4 ტურის მატჩში ბორჯღალოსნებმა რუსეთს საერთო ჯამში 5 ლელო გაუტანეს.

ეს საქართველოს და რუსეთის ნაკრებს შორის რიგით 22-ე შეხვედრაა, რომელთაგანაც 20 საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა.

საქართველოს რაგბის ნაკრების მომდევნო თამაში 18 მარტს, დინამო არენაზე გაიმართება. ბორჯღალოსნები ანთიმოზის თასის დასაბრუნებლად რუმინეთს შეერკინებიან.