ადამიანების უმრავლესობა შაბათ-კვირას დასვენებასა და გართობაში ატარებს, თუმცა ჩვენს პირად ცხოვრებასა თუ სახლში, მუშაობის მანძლზე გაბატონებული არეულობის მოსაწესრიგებლად, უქმეები კვირის საუკეთესო დღეებია.

აი, დადგა ნანატრი შაბათიც და ჩვენ დიდი ენთუზიაზმითა და მონდომებით ირგვლივ ყველაფრის მოწესრიგებას ვიწყებთ, მაგრამ რა უნდა ვუყოთ იმ ყოველდღიურად საჭირო ნივთებს, რომელებთანაც მშვიდობიანი ცხოვრების დამყარება თითქმის შეუძლებელი და თან ჰაერივით აუცილებელია?!

აჯობებს შეეგუოთ მათ დაუმორჩილებელ სულს ან უბრალოდ უარი თქვათ მათ გამოყენებაზე, რადგან ნერვების მომშლელი და აუტანელი ნივთების სია საკმაოდ გრძელია, თქვენ კი ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მხოლოდ ერთხელ ცხოვრობთ.

1. დამჯდარი ტელეფონი

ფოტო: Popular Science

აღიარეთ, რომ მუდმივად დასატენი ტელეფონით გამოწვეულ სულიერ ტკივილს მტერსაც არ უსურვებდით.

2. გამწყდარი ტელეფონის დამტენი

ფოტო: discussions

გაფუჭებული ტელეფონის დამტენი კი სწორედ ის არის, რასაც ნებისმიერი ჩვენი მეტოქე იმსახურებს.

3. გაფუჭებული ელვა შესაკრავი

ფოტო: My Plastic

არც აწყვეტილი ღილებია ცხონება.

4. თასმა

ფოტო: shoestring

მიუხედავად იმისა, რომ გახსნილი თასმების შესაკრავად ხშირი დახრა ძალიან დამღლელია, ეცადეთ ამ ამბავს პოზიტიურად შეხედოთ და ეს ყველაფერი ერთგვარ ვარჯიშად ჩავთვალოთ.

5. ჩუსტები

ფოტო: Shop Marriott

შეიძლინეთ ნისანის ჭკვიანი ჩუსტები, რომლებიც არასდროს დაგეკარგებათ.

6. წინდები

ფოტო: Soxy Beast

ამ შემთხვევაში კი მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეთ, რადგან ჭკვიანი წინდების შექმნა სამწუხაროდ ჯერ არავის უცდია.

7. ინტერნეტის მოდემი

ფოტო: Pinterest

გაგებით მოეკიდეთ, გადატვირთვა ზოგჯერ ადამიანებსაც გვჭირდება ხოლმე.

8. გასაღები და საფულე

ფოტო: The Hatch Family

გასაღებსა და საფულეს ხშირად კარგავთ? მაშინ უარი თქვით სახლსა და შემოსავლებზე, რასაც ზუსტად ვიცით, რომ არასდროს იზამთ.

9. ყურსასმენები

ფოტო: Gadget Flow

თუ ეს დაგამშვიდებთ, გადადით ლინკზე და გაიგეთ თუ რატომ იხლართება ყურსასმენები.