ოსკაროსანმა მსახიობმა კოლინ ფერტმა და მისმა ცოლმა, ლივიამ ხანგრძლივი დუმილის შემდეგ თქვეს, რომ წლების განმავლობაში მათ ერთი კაცი უთვალთვალებდა.

როგორც აღმოჩნდა, მოთვალთვალე არც მეტი, არც ნაკლები ლივიას დიდი ხნის მეგობარი მარკო ბრანკაჩია იყო, რომელთანაც ლივიას 2015-2016 წლებში რომანი ჰქონდა.

ეს ის პერიოდია, როდესაც 20 წლიანი ქორწინების შემდეგ, კოლინმა და მისმა ცოლმა ურთიერთობა დროებით შეწყვიტეს, თუმცა შემდეგ კვლავ განაახლეს.

როგორც წყვილი ყვება, ბრანკაჩია მათ გამუდმებით წერდა მეილზე და ურეკავდა. ყველაფერი კი მას შემდეგ გამწვავდა, რაც ლივიამ და კოლინმა სხვადასხვა ადგილებში გადაღებული პირადი ფოტოები მიიღეს. გაირკვა, რომ მარკო ბრანკაჩია ფერტების წყვილს რამდენიმე წლის განამვლობაში უთვალთვალებდა.

ლივია იხსენებს, რომ მარკო ხშირად სთხოვდა კოლინის მიტოვებას, თუმცა მას შემდეგ რაც ის კოლინს შეურიგდა, ბრანკაჩიამ გადაწყვიტა კოლინისთვის და ლივიასთვის სამაგიერო გადაეხადა, მათი ცხოვრება კი ფოტოკამერით აღებეჭდა.

ამ ამბავს უკვე გამოეხმაურა თავად მარკო ბრანკაჩიაც:

"მე და ლივია რომანტიკულ ურთიერთობაში ვიყავით, მას სურდა, რომ კოლინი მიეტოვებინა და ჩემთან წამოსულიყო. თუმცა 2016 წლის ივნისში ჩემთან ურთიერთობას თავი დაანება. კოლინს იმეილზე მივწერე ჩემი და ლივიას ურთიერთობის შესახებ და ახლა ამ ყველაფერს იყენებენ იმისთვის, რომ თვალთვალი დამაბრალონ. არადა თავად ლივიამ, ჩვენი ურთიერთობის განმავლობაში ასობით მესიჯი მომწერა იმაზე, რომ ვუყვარვარ, მიგზავნიდა ფოტოებსა და ვიდეოებს.", - ამბობს მარკო.

პოლიცამ აღნიშულ ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო.