აბაშაში თიბისი ფეის აპარატების ინკასაციიდან აღებული ფული ინკასატორის სახლიდან მოიპარეს.

რუსთავი 2-თან ინტერვიუში ინკასატორის ოჯახის წევრი ამბობს, რომ თანხის ბანკში ჩაბარება ვერ მოასწრეს და სახლში ამიტომ ინახავდნენ. მისივე თქმით, თავდამსხმელებს წიანსწარ ჰქონდათ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სახლში დიდი ოდენობით ფული ინახებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ბინაში უკანონოდ შეღწევით ყაჩაღობას გულისხმობს. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თერთმეტიდან თხუთმეტ წლამდე.