ოპრა უინფრი თავის ურთიერთობას ჰარვი ვაინშტაინთან კიდევ ერთხელ იხსენებს.

"ერთადერთი რაც ჰარვიზე ვიცოდი, იყო ის, რომ ის მჩაგვრელი, არასასიამოვნო ადამიანი იყო. როდესაც მირეკავდა, არასდროს მინდოდა მეპასუხა, რადგან ვიცოდი, რომ იტყოდა ისეთ რამეს, რაც დამამცირებელი და ცუდი მოსასმენი იქნებოდა ჩემთვის. ვმეგობრობდი თუ არა ჰარვისთან? დიახ, მასთან მეგობრული დამოკიდებულება მქონდა, გარდა ამისა ერთად ვმუშაობდით ფილმზე. მაგრამ არანაირი ინფორმაცია არ მქონია მის ქმედებებზე, მანამ, სანამ ნიუ-იორკ თაიმსში დაბეჭდილი მასალა არ წავიკითხე", - ამბობს ვინფრი.

ჰარვი ვაინშტაინები ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პროდიუსერი იყო. 2017 წლის ოქტომბერში კი ყველაფერი თავდაყირა დადგა, როდესაც ჰარვი ვაინშტაინის კარიერა იმ ქალებმა დაასრულეს, რომლებზეც ის წლების განმავლობაში ძალადობდა.