აგარის შაქრის კომპანიის თანამშრომლები ქარხნის ამუშავების მოთხოვნით რამდენიმე დღეა აქციებს მართავენ. აქციის მონაწილეების თქმით, ქარხანა უკვე მეექვსე თვეა გაჩერებულია და ისინი შემოსავლის წყაროს გარეშე დარჩენ.

ქარხნის თანამშრომლები ამბობენ, რომ წინასაარჩევნო დაპირებები იმის შესახებ, რომ დასაქმების ადგილები შეიქმნებოდა პირიქით არ უნდა მოქმედებდეს და დასაქმების ადგილები არ უნდა უქმდებოდეს. აქციის მონაწილეების თქმით, სახელმწიფოს უმთავრესი ვალდებულებაა სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობა.

აქციას შეუერთდნენ სხავდასხვა პროფკავშრები.