"აუცილებელია, გაძლიერდეს ძალისხმევა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მომხდარი მკვლელობა დაუსჯელი კვლავ არ დარჩეს" - საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის საკითხებში, ფედერიკა მოგერინიმ არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილი და საოკუპაციო რეჟიმის მიერ მისი ცხედრის გადმოსვენების შეფერხება განიხილეს.

მხარეებმა აღნიშნეს, რომ აუცილებელია ოკუპირებულ რეგიონებში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დაშვების უზრუნველყოფა და ამ მიზნით საერთაშორისო ძალისხმევის გაძლიერება.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი შეეხო, გასულ წელს, ხურჩაში გიგა ოთხოზორიას მკვლელობასაც.