საქართველოს სპორტისა და კულტურის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ განაცხადა, რომ კინოთეატრებში უცხოური ფილმების ქართული სუბტიტრების გარეშე გასვლის შემთხვევაში, შესაძლოა, სანქციები დაეკისროთ. ამის შესახებ მინისტრი ინტერპრესნიუსს ესაუბრა.

"ჩვენ ამისთვის გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები შეგვაქვს კანონმდებლობაში, რომ ენის სახელმწიფო დეპარტამენტს ჰქონდეს საშუალება გააკონტროლოს ნებისმიერი უცხო ენაზე შემოსული ფილმი. კერძოდ, ნებისმიერ უცხო ენაზე შემოსულ ფილმს ქონდეს ქართული სუბტიტრები და გარკვეული საჯარიმო სანქციები იქნება გათვალისწინებული იმ შემთხვევაში, თუ ასე არ მოხდება", - განაცხადა მინისტრმა.

On.ge ცდილობს კინოთეატრების პრესსამსახურისგან მიიღოს ინფორმაცია რას ფიქრობენ მოსალოდნელ სანქციებეაზე.