ანტარქტიდაზე მცხოვრებმა ორმა ცნობისმოყვარე პინგვინმა ყინულზე უცნაური საგანი შენიშნა და მისკენ გაემართა. "უცნაური ნივთი" ავსტრალიის ანტარქტიდის პროგრამის გუნდის წევრის კამერა იყო.

თუმცა პინგვინებმა ეს რა თქმა უნდა არ იცოდნენ. სიტუაციაში უკეთ გასარკვევად, ერთ-ერთმა მათგანმა ნივთს ფეხი ჰკრა და უეცრად მათ კამერაში საკუთარი თავები დაინახეს.

პინგვინები საკუთარი თავების ყურებითა და სელფი-ვიდეოს გადაღებით ძალიან გაერთნენ, თუმცა როგორც ბოლო რამდენიმე წამში ჩანს, მათ ერთმანეთს შეხედეს და თავები სწრაფად გააქნიეს, ალბათ იგულისხმეს, "ამ სიგიჟეზე დამოკიდებულები არ გავხდეთო" .