ფეხსაცმელებით მოყოლილი ქალების ისტორიები - პერფორმანსი ზუგდიდში
ქალთა საერთაშორისო დღე ზუგდიდში პერფორმანსით აღნიშნეს. ეს იყო ქალების აქცია, რომელსაც ქალები არ ესწრებოდნენ. მათ სათქმელს ფეხსაცმელები ყვებოდნენ.
აქცია-პერფორმანსის ორგანიზატორის ცაბუნია ვართაგავას თქმით, ეს ადამიანები აქციაზე არ მოვიდნენ, რადგან საზოგადოება მათ დუმილს აიძულებს.
ნახეთ ფოტოები აქციიდან, რომელიც On.ge-ს ცაბუნია ვართაგავამ მიაწოდა.
ლიკა, 31 (33) წლის: "აქციაზე ვერ დავდგები და ვერ დავიცავ ქალთა უფლებებს იმიტომ, რომ 2016 წელს ქმარმა მომკლა".
ქეთო, 53 წლის: "ჩემი შვილი გეია. მე ის მიყვარს, იმიტომ რომ ჩემი შვილია. თუმცა აქციაზე მაინც ვერ გამოვდივარ იმიტომ, რომ "რას იტყვის ხალხი".
მარი, 20 წლის, ლესბოსელი გოგო: "არ შემიძლია ხმამაღლა ვისაუბრო ჩემს სექსუალურ ორიეტაციაზე. ვერ გავალ აქციაზე და ვერ დავიცავ ჩემი, როგორც ლესბოსელი ქალის უფლებას. საზოგადოებაში არსებული ჰომოფობიის გამო, მიწევს დუმილი".
ნინო, 45 წლის, გარემოვაჭრე: "არასდროს მაქვს ჩემი თავისთვის დრო. დღეს აქციაზეც ვერ ვახერხებ მოსვლას. ერთი საათიც რომ მოვწყდე სამუშაოს ოჯახი მშიერი დამრჩება. მათი ერთადერთი მარჩენალი ვარ".
ნანა, 70 წლის, პენსიონერი: "რაც პენსიაზე გავედი, უფუნქციოდ დავრჩი. ჩემს პენსიასაც ვერ ვხარჯავ ჩემი საჭიროებისამებრს. ოჯახის წევრები მართმევენ ხოლმე, შენ მაინც არ გჭირდებაო".
მარი, 18 წლის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი: "წუხელ მცემა ქმარმა. მე კი არ შემიძლია ამ ყველაფერს შევეწინააღმდეგო. რას იტყვის ხალხი? რას იტყვიან ნათესავები? ოჯახის ხათრით უნდა მოითმინო. მხოლოდ ეს ფრაზები მესმის ყველა მხრიდან. ვერ ვახერხებ დუმილის დარღვევას".
ლოლა, 40 წლის, ტრანსგენდერი: "პატარა ქალაქში ვცხოვრობ. ხმამაღლა ვერასდროს ვიტყვი, რომ ტრანსგენდერი ქალი ვარ. საზოგადოებაში არსებული ტრანსფობიის გამო, დამალვა მიწევს".
თამო, 23 წლის, შრომითი ექსპლუატაციის მსხვერპლი: "აქციაზე გასვლას ვერ ვახერხებ იმიტომ, რომ ვმუშაობ. დილის 8-დან ღამის 12 საათამდე მარკეტში ვარ კონსულტანტი. ანაზღაურება კი იმდენად მცირეა, მხოლოდ პირველადი საჭიროების დასაკმაყოფილებლად მყოფნის".
თამარი, 32 წლის, მარტოხელა დედა: "რთულია საზოგადოების წნეხს გაუძლო, როდესაც შვილს ქორწინების გარეშე აჩენ. საზოგადოება ვერ ეგუება მათ მიერ დაწესებული ნორმიდან გადახრას. ყოველდღე მიწევს გავუძლო გამკიცხავ მზერას და კომენტარებს".
გვანცა, 31 წლის, ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი ქალი: "როდესაც ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი ქალი ხარ სტიგმა ორმაგდება.საზოგადოება ქალს ორმაგად ვერ პატიობს ამ ნაბიჯს, ამიტომ ვარჩევ დუმილს".
სალომე, 21 წლის: "არაერთხელ გავმხდარვარ ქუჩაში სექსუალური შევიწროვების მსხვერპლი. რამდენჯერაც ამის შესახებ ხმამაღლა ვთქვი ყველამ მე დამადანაშაულა, შენ გამოიწვევდიო. ამიტომ დუმილს ვარჩევ და პრობლემა პრობლემად რჩება".
ელენე, 29 წლის, კომერციული სექსმუშაკი: "საზოგადოება ყოველთვის უარყოფითად არის განწყობილი კომერციული სექსმუშაკების მიმართ. არაერთხელ გავმხდარვარ ფიზიკური ძალადობის მსხვერპლიც. ამიტომ ხმამაღლა ვერ დავიცავ ჩემს უფლებებს".
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
-
-
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
კომენტარები