მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მომღერალს, ედ შირანს, კონცერტი 22 ივლისს, ესენში, მულჰაიმის აეროპორტში უნდა ჩაეტარებინა, თუმცა კონცერტის ადგილი უცნაური მიზეზით შეიცვალა. ორგანიზატორი კომპანია FKP Scorpio ადგილის შეცვლას დათანხმდა, რათა არ შეეწუხებინათ ტოროლები, რომლებმაც ბუდე ამ ტერიტორიაზე დაიდეს.

ედ შირანის კონცერტი დიუსელდორფის საგამოფენო ცენტრთან ახლოს ჩატარდება, სადაც ორგანიზატორები 80 000-ზე მეტი მსმენელს ელიან. აღნიშნული კონცერტი ედ შირანის მიმდინარე ტურნეს, Divide Tour-ის ნაწილი იქნება.