პატრიოტთა ალიანსისა და ქართული მარშის წევრის, კონსტანტინე მორგოშიას თქმით, არჩილ ტატუნაშვილის საკითხთან ერთად ორი დაკავებული პირის გადმოცემის საკითხზე ოკუპირებულ ოსეთში გავლენების მქონე მეგობრებს ესაუბრა.

როგორც მან On.ge-ს უთრა, ის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იყო, თუმცა ფეისბუკზე უწერია, რომ ის და მისი მეგობრები ოსური მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ახალგორში იმყოფებდნენ. ნეტგაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში, მორგოშიამ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში გადასვლა დაუდასტურა.

მორგოშიამ On.ge-ს არ უთხრა კონკრეტულად ვის ხვდებდა. მისივე განმარტებით, ტატუნაშვილის საკითხზე კომუნიკაცია მას დიდი ხანია აქვს.

ფეისბუკზე მას, ასევე, უწერია, რომ მოლაპარაკებაში ჩართული იყო მოძრაობა ქართული მისიის ლიდერი გია კორკოტაშვილიც.

On.ge-მ ამის შემდეგ კიდევ ერთხელ სცადა მორგოშიასთან დაკავშირება, რათა კიდევ ერთხელ დაეზუსტებინა სად გაიმართა შეხვედრა, თუმცა ის ზარებს აღარ პასუხობს.