ვიეტნამის ქუჩებში თევზის გაყიდვა არასდროს ყოფილა უფრო სახალისო, ვიდრე ახლა. მოვაჭრეთა რიგებში არც მეტი, არც ნაკლები ვიეტნამელი კატა, სახელად დოგი ჩაეწერა.

ისევე როგორც სხვა გამყიდველები, დოგიც სამუშაო ტანსაცმელშია გამოწყობილი და საგანგებოდ მისთვის მოწყობილი დახლიდან კლიენტებს ხალისიანად ემსახურება. მას ასევე ძალიან უყვარს ნაყინი, მოგზაურობა და ძილი.

სანამ ვიეტნამში იმოგზაურბთ და დოგის თევზებს იყიდით, ნახეთ ფოტოები, რომელიც შრომისმოყვარე და საყვარელი კატის ერთ სამუშაო დღეს ასახავს.

ფოტო: Le Quoc Phong