ქალი, რომლის ისტორიაც მარტინ მაკდონაჰის ფილმს, Three Billboards Outside Ebbing, Missouri, დაედო საფუძვლად, BBC-ისთან ინტერვიუში საკუთარ გამოცდილებაზე ყვება.

ფრენსის მაკდორმანდის პროტოტიპი რეალურ ცხოვრებაში, იხსენებს, რომ მას შემდეგ რაც 2003 წელს, თავისი 28 წლის შვილი, ანჯელა ყოფილმა ქმარმა მოკლა, მისურიში ბილბორდები თითქმის ანალოგიური წარწერებით თავად გამოაკრა.

მარიენ აშერ ჩეპმენი BBC-ისთან ინტერვიუში იხსენებს, რომ შერიფმა ბილბორდები მალევე გააქრო, მკვლელობაში ბრალდებულს კი არაგანზრახული მკვლელობისთვის მხოლოდ 4 წელი მიუსაჯეს.

რაც შეეხება მის შვილს, ანჯელას ცხედარი დღემდე არ უპოვნიათ.