გერმანიის შინაგან სააქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ქრისტიან კლოსმა განაცხადა, რომ გერმანიაში მიაჩნიათ, რომ თავშსაფრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა.

მისივე განმარტებით, სწორედ ამის გამო თავშესაფრის მინიჭებაზე ყველა განცხადებაზე უარს ეტყვიან და შენგენის ზონაში ხელახალი შესვლა აიკრძალება.

"ჩვენი პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ გასული თვეების განმავლობაში მკვეთრად გაიზარდა საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი", - კლოსის განცხადების თარგმანს რუსთავი 2 ავრცელებს.

მისივე განმარტებით, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრისას მათ უვიზო მიმოსვლის შენარჩუნების საკითხებზე ისაუბრეს.