4 მარტს, თბილისის დროით ღამის 2 საათიდან დილის 9 საათამდე ამერიკის კინოაკადემიამ და დოლბის თეატრმა კინომოყვარებულებისათვის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ დაჯილდოების ცერემონიას, ოსკარს უმასპინძლა.

წითელი ხალიჩის, გამარჯვებულების გამოვლენის, სახალისო თუ ემოციური მომენტების შესახებ უკვე გეცოდინებათ. დროა, გავიგოთ, როგორი რეიტინგი ჰქონდა ოსკარის რიგით 90-ე დაჯილდოების ცერემონიას.

როგორც აღმოჩნდა, დაჯილდოების წლევანდელმა ცერემონიამ მაყურებელთა მოლოდინები ვერ გაამართლა და მეტიც, კინოსამყაროს ყველაზე დიდი მოვლენის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა.

შოუს, რომელიც 3 საათსა და 53 წუთს გრძელდებოდა, საერთო ჯამში 26.5 მილიონმა მაყურებელმა ნახა.

მაგალითისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2017 წელს ოსკარს 32.9 მილიონი მაყურებლი ჰყავდა.

რაც შეეხებათ სხვა წლებს:

  • 2017 - 32.9 მილიონი მაყურებელი
  • 2016 - 34.4 მილიონი მაყურებელი
  • 2015 - 37.3 მილიონი მაყურებელი
  • 2014 - 43.7 მილიონი მაყურებელი
  • 2013 - 40.4 მილიონი მაყურებელი
  • 2012 - 39.5 მილიონი მაყურებელი
  • 2011 - 37.9 მილიონი მაყურებელი
  • 2010 - 41.6 მილიონი მაყურებელი
  • 2009 - 36.9 მილიონი მაყურებელი
  • 2008 - 31.8 მილიონი მაყურებელი (ყველაზე ცოტა)
  • 2007 - 39.9 მილიონი მაყურებელი
  • 2006 - 38.6 მილიონი მაყურებელი
  • 2005 - 42.2 მილიონი მაყურებელი
  • 2004 - 43.6 მილიონი მაყურებელი
  • 2003 - 33.0 მილიონი მაყურებელი
  • 2002 - 40.5 მილიონი მაყურებელი
  • 2001 - 42.9 მილიონი მაყურებელი
  • 2000 - 46.5 მილიონი მაყურებელი