Netflix-მა დაადასტურა, რომ სერიალი Black Mirror მეხუთე სეზონით გაგრძელდება და ამის დასადასტურებლად ტვიტერზე პირველი, 17 წამიანი ტიზერიც გამოაქვეყნა.

"მომავალი ისეთი ნათელი იქნება, როგორც არასდროს" - დაწერა სერიალის ოფიციალურმა გვერდმა ვიდეოსთან ერთად.

ამ ეტაპზე უცნობია, როდის გამოვა მეხუთე სეზონი და ძირითადად რაზე გააკეთებენ აქცენტს შოუს შემქმნელები.