საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International აცხადებს, რომ ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილი ცხედარი ოჯახს რაც შეიძლება მალე უნდა დაუბრუნდეს.

"რუსეთმა და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის მთავრობამ სწრაფად, საფუძვლიანად და მიუკერძოებლად უნდა გამოიძიოს არჩილ ტატუნაშვილი გარდაცვალების მიზეზები", - ნათქვამია განცხადებაში.

ტატუნაშვილის საქმე

22 თებერვალს ცხინვალის ციხეში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. ოსური მხარის ვერსიით, არჩილ ტატუნაშვილმა იზოლატორში გადაყვანისას პოლიციელისთვის იარაღის წართმევა სცადა, საპასუხო ძალის გამოყენების შედეგად შეუძლოდ გახდა, კიბეებზე წაიქცა და მოგვიანებით საავადმყოფოში დაიღუპა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ოსური მხარე აცხადებს, რომ ტატუნაშვილი ინფარქტით დაიღუპა და მისი ცხედრის ექსპერტიზაზე უარს ამბობს. გარდაცვლილის ცხედარი ოკუპირებულ ცხინვალს 24 თებერვალს უნდა გადმოესვენებინა, თუმცა დე ფაქტო ხელისუფლებამ პოზიცია შეცვალა.

ახალგორში არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული იყო საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე. სუს-ის ცნობით, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკვე ცხინვალის ციხიდან ახალგორში გადაიყვანეს. ოსური მხარე მათ გადმოცემაზე უარს ამბობს.